LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრისტენ სტიუარტი საყვარელ გოგონაზე პირველად საუბრობს : “ერთმანეთის გარეშე ვერ გავძელით”

303

26 წლის მსახიობი კრისტენ სტიუარტი კვლავ კინოპროდიუსერ ალიშა კარგაილთან ერთად არის. იმის მიუხედავად, რომ სტიუარტს არ უყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი ჟურნალისტებთან, საკუთარ რომანზე მან ბრიტანულ „ელესთან“ ისაუბრა.

„ახლა მე ნამდვილად მიყვარს ჩემი გოგო.  რამდენჯერმე დავშორდით, თუმცა ერთმანეთის გარეშე დიდ ხანს ვერ გავძელით.

როდესაც ბიჭებს ვხვდებოდი, ყოველთვის ვცდილობდი, დამემალა. მეჩვენებოდა, რომ ყველაფერი პირადი ტრივიალური ხდებოდა და ძალიან არ მომწონდა. ჩვენ ვემსგავსებოდით სულელური კომიქსის პერსონაჟებს და ვფიქრობდი, რომ საკუთარ თავს არ ვგავდი,“ – ამბობს კრისტენი.

მსახიობის თქმით, გოგონებთან შეხვედრისას ყველაფერი იცვლებოდა.

„თუ გოგონებთან შეხვედრებს დავმალავდი, ეს იმისი ნიშანი იქნებოდა, რომ  მე ასეთი ურთიერთობების წინააღმდეგი ვარ და მრცხვენია. ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი რომანის შესახებ ყველას ვუამბო,“ – აღნიშნა სტიუარტმა.

მსახიობი ალიშა კარგაილს 2013 წლიდან ხვდებოდა, 2015 წელს წყვილი დაშორდა. მოგვიანებით კირსტენი ფრანგ მომღერალს და მსახიობ სოკოს ხვდებოდა, თუმცა რომანი დიდ ხანს არ გაგრძელებულა. კანის ფესტივალზე გოგონები ცალ-ცალკე გამოჩნდნენ, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კანში კრისტენი ალიშასთან ერთად ჩაფრინდა.
20160727_kris_2

20160727-alisi

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g