კრისტენ სტიუარტი ამტკიცებს, რომ ამჯერად მისი რომანი სერიოზულია. ამ დღეებში მსახიობი ალისია კარგაილთან ერთად მამას ესტუმრა და მას საყვარელი გერლფრენდი გააცნო. შეხვედრის ამსახველი ფოტოები კალიფორნიაშია გადაღებული, სადაც გოგონები სპორტულ ფორმაში ხელჩაკიდებულები დააფიქსირეს.
შეგახსენებთ, რომ კრისტენ სტიუარტი და ალისია კარგაილი ჯერ კიდევ წინა წელს ხვდებოდნენ ერთმანეთს, თუმცა მოგვიანებით დაშორდნენ. ამ დროის მანძილზე სტიუარტი ფრანგ მუსიკოს, სოკოს ხვდებოდა.