LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრისტი ყიფშიძე: „მეც და გიორგისაც გვიხაროდა, რომ ჩვენი შვილიც ჩვენს წელში იბადებოდა. სხვათა შორის, ნატალიასაც აქვს სურვილი, რომ შვილი გველის წელში გააჩინოს…“

283
page

„თქვენ თუ გველის წელში დაიბადეთ, იცოდეთ, რომ ბუნებამ თანდაყოლილი ნებისყოფით, ინტუიციით და გამჭრიახობით დაგაჯილდოვათ… – ასე ახასიათებენ ასტროლოგები გველის წელში დაბადებულ ადამიანებს. მოდელი კრისტი ყიფშიძე გველის წელიწადშია დაბადებული და ჟურნალ „გზის“ კითხვებს პასუხობს ასტროლოგიის შესახებ.

კრისტი ყიფშიძე:

– გველის წელში დაბადებული სასწორი ვარ. ოჯახში ბევრი გველი ვართ. გველის წელშია დაბადებული ნატალია, გიორგი, ზურა, ლენუკას შვილი. კი მერიდება, მაგრამ გეტყვით, როდესაც პირადი რუკა შემიდგინეს, მითხრეს, „ბრძენი ლამაზმანი” ხარო და ძალიან მესიამოვნა. ყოველთვის მირჩევნია, მითხრან, „რა ჭკვიანი ხარ”, ვიდრე „რა ლამაზი ხარ”, ეს სიტყვები ბოლო დროს ძალიან გაუფასურდა.

– რა განცდით შეეგებე 2025 წელს?

– ვიცი, კარგ ამბებს მოგვიტანს. უკვე აღვნიშნე, ოჯახში ბევრი გველი ვართ. რომ დავორსულდი, 2000 წელი იყო და შემდეგ წელს მოდიოდა გველის წელი. მეც და გიორგისაც გვიხაროდა, რომ ჩვენი შვილიც ჩვენს წელში იბადებოდა. სხვათა შორის, ნატალიასაც აქვს სურვილი, რომ შვილი გველის წელში გააჩინოს. გამიგონია, რომ ბევრი ცნობილი ადამიანი, მათ შორის პოლიტიკოსებიც ასტროლოგებს რჩევებს ეკითხებიან, გეგმავენ შეხვედრებს, საჯარო გამოსვლებს… ჩემთვის ეს სფერო ასეთი მნიშვნელოვანი არ არის, ამით ცხოვრებას ვერ დავგეგმავ, მაგრამ ვთვლი, რომ ცოდნაში ცუდი არაფერია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g