LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრისტიან ბეილი ახალი როლისთვის ბევრ ნამცხვარს ჭამდა 

1437

ტორონტოს კინოფესტივალზე კრისტიან ბეილის ახალი ფილმის პრემიერა გაიმართა, სადაც ის აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, დიკ ჩეინის როლს ასრულებს. წითელ ხალიჩაზე მსახიობი მეუღლესთან ერთად გამოჩნდა, რომლის მიმართაც გრძნობების გამოაშკარავების არ მოერიდა და მას ვნებიანად აკოცა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში მათ ქორწინების 17 წლის იუბილე იზეიმეს.

ახალი ფილმისთვის მსახიობმა გარეგნობა მკვეთრად შეიცვალა, კერძოდ კი მან წონაში მოიმატა. კითხვაზე, როგორ შეძლო მოკლე დროში მომატება, მან უპასუხა, რომ ყველაფერი ძალიან მარტივია და ის ძალიან ბევრ ნამცხვარს ჭამდა.

ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, რომ ვარსკვლავმა როლის გამო ვიზუალი შეიცვალა. ფილმებისთვის „მექანიკოსი“ და „მებრძოლი“ მან 20-ზე მეტი კილოგრამი დაიკლო.

რაც შეეხება ახალ ფილმს, მასში ბეილს პარტნიორობა სტივ კარელმა და ემი ადამსმა გაუწიეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g