“ქართული ოცნების” ლიდერები ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრას მართავენ.
პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მხრიდან შეხვედრას წარმართავენ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი.
მმართველი გუნდის წევრებს შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ამასთან, ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეხვედრები იგეგმება ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც.