LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრისტიან დანიელსონი საქართველოში დღეს ჩამოდის

63
dannnnnn

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში დღეს ჩამოდის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

კრისტიან დანიელსონი მედიაციის პროცესს ორშაბათიდან, 29 მარტიდან განაახლებს.

შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელმა პირველი ვიზიტის დროს ცალკ-ცალკე გამართა შეხვედრები ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან. ასევე, მისი მედიაციით გაერთიანებულ ფორმატში შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციის ლიდერებს შორისაც შედგა, თუმცა პროცესი კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები