LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრისტიან დიორის სახლი გრასეში ტურისტებისთვის გაიხსნა

147

კრისტიან დიორის ისტორიული კოშკი Château de La Colle Noire, რესტავრაციის შემდეგ ისევ გაიხსნა. სახლი, სადაც დიზაინერმა ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა გრასეში, საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარეობს. სწორედ ამ ქალაქში ვითარდებოდა პატრიკ ზიუსკინდას ცნობილი რომანის ”პარფიუმერის” მოქმედებაც.

გრასეში დიორი 1940-იანი წლების დასაწყისში, გერმანული ოკუპაციის წლებში ცხოვრობდა, მოგვიანებით კი, შატო La Colle Noire შეიძინა თავისი ყვავილების ბაღებით, რომელთა შთაგონებით ჯერ თავად დიზაინერი შემდეგ კი, Dior-ის სახლის პარფიუმერი ფრანსუა დემაში ქმნიდა ცნობილი არომატებს. სწორედ La Colle Noire-ს ბაღებს ეკუთვნით პოპულარული Miss Dior, Eau Fraîche, Diorama, Diorissimo და Eau Sauvage.

სახლთან ერთად ტურისტებს Le Clos de Callia-ს და Le Domaine de Manon-ს პლანტაციებშიც შეუძლიათ გასეირნება, სადაც დღესაც ხარობს მაისის ვარდი, ჟასმინი და ის ზეთოვანი მცენარეები, რომელსაც ფრანსუა დემიში ახალი არომატების შესაქმნელად იყენებს.  

Château de La Colle Noire-ს გახსნაზე LVMH-ის პრეზიდენტმა ბერნარ არნომ შარლიზ ტერონი, ბელუ ჰადიდი, ემილი ვალადი და Dior-ის სახლის სხვა ერთგული თაყვანისმცემლები მიიწვია. სტუმრებს სადღესასწაულო ვახშმით გაუმასპინძლდნენ, რომლის მენიუ ძირითადად კრისტიან დიორის საყვარელი კერძებისგან შედგებოდა.

91a42dce1e7ade01d5196c0650a1cdd628d57030

7a67b0f1b5536c0a036ca9df00d37b6353b1847a

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები