LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრისტიანო რონალდო ესპანეთში უცნობ ქალთან ერთად ისვენებს

127

ვრცელდება ხმები, რომ ფეხბურთელი კრისტიანო რონალდო იტალიური რეალითი-შოუს ვარსკვლავს, ელიზა დე პანიცის ხვდება, თუმცა ამჟამად ვარსკვლავი ესპანურ შვებულებას სხვა ქალთან ერთად ატარებს.

31 წლის პორტუგალიელი ფოტოგრაფებმა საცურაო კოსტიუმში გადაიღეს, მისი დაკუნთული, ნავარჯიშები სხეული ყველასთვის თვალშისაცემია. რონალდოსთან ერთად მყოფი ქალი კი სექსუალურ ვარდისფერ საცურაო კოსტიუმში იყო გამოწყობილი.

გასულ კვირას კრისტიანო პაპარაცებმა 61 წლის დედასთან, დოლორესთან და შვილთან, 6 წლის კრისტიანო ჯუნიორთან ერთად დააფიქსირეს, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ოჯახი საკუთარ იახტაზე ისვენებდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები