LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრისტინა აგილერამ და დემი ლოვატომ ერთობლივ სიმღერაზე გადაღებული კლიპი წარმოადგინეს (ვიდეო)

51

ბოლო დროს, კრისტინა აგილერა სულ უფრო აქტიურად ჩნდება ამა თუ იმ ღონისძიებებში. მაისის დასაწყისში, პოპ-ვარსკვლავმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველი კლიპი წარმოადგინა, ამჯერად კი ხელმისაწვდომი კიდევ ერთი სიახლე გახდა. რამდენიმე საათის წინ, მომღერალმა სიმღერაზე „Fall in Line“ გადაღებული კლიპი წარმოადგინა და თაყვანისმცემლებს მისი შეფასება სთხოვა.

სიახლე დემი ლოვატოსთან დუეტს წარმოადგენს. სიმღერა აგილერას ახალ ალბომში „Fall in Line“ შევა, რომლის რელიზიც 15 ივნისს არის დაგეგმილი. დისკი რიგით მერვე იქნება აგილერას დისკოგრაფიაში. შეგახსენებთ, რომ აგილერას უკანასკნელი ალბომი „Lotus“ 2012 წელს გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები