LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრისტინა აგილერამ და ჯიმი ფელონმა ნიუ-იორკის მეტროში მინი-კონცერტი გამართეს (ვიდეო)

54

კრისტინა აგილერამ ექვსწლიანი პაუზის შემდეგ ახალი ალბომი „Liberation“ გამოუშვა. მომღერლის შოუ-ბიზნესში დაბრუნებას მისი სხვადასხვა შოებში სტუმრობები და საკონცერტო გამოსვლებიც მოწმობს. ამ დღეებში კი, მან ნიუ-იორკის მეტროში მინი-შოუს გამართვა გადაწყვიტა. პარტნიორობა კი მას ცნობილმა ტელეწამყვანმა, ჯიმი ფელონმა გაუწია, რომელთან ერთადაც მომღერალმა რამდენიმე ცნობილი სიმღერა შეასრულა.

პარიკების, შლაპებისა და მზის სათვალის გაკეთების შემდეგ, ვარსკვლავების ცნობა თავიდან გაჭირდა, თუმცა მომღერლის სპეციფიური ხმა ბევრს არ გამოპარვია, ამიტომ, სულ მალე, მათ გარშემო უამრავი ადამიანი შეჩერდა, რომლებიც ამ ყველაფერს ტელეფონით იღებდნენ.

მოგვიანებით მათ სათვალეები და პარიკები მოიხსნეს და გამოსვლა რეალური იმიჯით გააგრძელეს.

https://www.youtube.com/watch?v=tPwuLLL64HM

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები