LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიტიკოსებმა „დედპულში“ ყველაზე მეტი შეცდომა აღმოაჩინეს

56

გამოცემამ  Movie Mistakes, რომელიც ჰოლივუდის ფილმებში შეცდომების აღმოჩენით არის დაკავებული, შეადგინა იმ ფილმების რეიტინგი, სადაც ყველაზე მეტი უზუსტობა არის გაპარული. სიის სათავეში კინოკომიქსი „დედპული“ მოხვდა, რომელშიც 23 შეცდომა დაფიქსირდა.

მეორე პოზიციაზე „პირველი შურისმაძიებელი“ გავიდა, მესამეზე კი მულტფილმი „ზოოტოპია“, ორივე მათგანში 13-13 შეცდომა აღმოაჩინეს.

პირველ ათეულში ასევე მოხვდა: „ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ“ (12 შეცდომა), „სიცრუის ილუზია 2“ (11 შეცდომა), „ჯეისონ ბორნი“ (10 შეცდომა), „ბრიჯიტ ჯონსი“ და ა.შ.