LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიტიკული დაავადებების დაზღვევა #შენთვის – თიბისი დაზღვევა

499
თიბისი დაზღვევა

სოციალურ ქსელებში თითქმის ყოველდღე გვხდება პოსტები იმის შესახებ, რომ ახლობელ თუ უცნობ ადამიანებს ჩვენი დახმარება ესაჭიროებათ კრიტიკული დაავადების დასამარცხებლად.

„თიბისი დაზღვევა“ იმ ადამიანებს უფრო ახლოს გაგაცნობთ, ვის გადარჩენაშიც შეიძლება შენც გაქვს მონაწილეობა მიღებული. დოკუმენტური ფილმების სერიაში ისინი გვიყვებიან საკუთარ ისტორიებს, თუ რა გზა გაიარეს დაავადების დადასტურებიდან დამარცხებამდე და კიდევ ერთხელ გვახსენებენ, რომ არც კიბო და არც სხვა კრიტიკული დაავადებები განაჩენი არ არის.

#ანისთვის #გიოსთვის #შიოსთვის… ამ კამპანიების  ვიზუალურ-ვერბალურ სტილში „თიბისი დაზღვევა“ იწყებს კამპანიას  #შენთვის და შეგვახსენებს, რომ დროა საკუთარ თავზეც დავიწყოთ ზრუნვა.

საჭირო არ არის საშიში მომავლის წარმოდგენა, საკმარისია ერთხელ დაფიქრდე, რეალობა კარგად გააანალიზო და მიიღო შენი მომავლისთვის სწორი გადაწყვეტილება – ისარგებლო კრიტიკული დაავადებების დაზღვევით.

„თიბისი დაზღვევა“ 5 წელზე მეტია, მომხმარებლებს კრიტიკული დაავადებების დაზღვევას სთავაზობს. პროდუქტი 21 დაავადებას მოიცავს. რომელიმეს დადასტურების შემთხვევაში მომხმარებელი სრულად მიიღებს დაზღვევით განსაზღვრულ თანხას, რომლის ოდენობაც შეადგენს 50 000, 100 000 ან 250 000 ლარს, მისი გამოყენება კი სურვილისა და საჭიროების მიხედვით შეუძლია. პოლისის ფარგლებში დაზღვეულებს შეუძლიათ, „თიბისი დაზღვევის“ პარტნიორი ამერიკული კომპანიის მხარდაჭერით, მოიძიონ ალტერნატიული სამედიცინო აზრი – გადაამოწმონ დასმული დიაგნოზი და დანიშნული მკურნალობის გეგმა საზღვარგარეთ 40-მდე ქვეყნის წამყვან სამედიცინო დაწესებულებაში. დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ დაზღვეულებს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ გააგრძელონ მკურნალობა საზღვარგარეთ, რის ორგანიზებასაც ასევე ითვალისწინებს პოლისი.

პაკეტის ფარგლებში მომხმარებლის არასრულწლოვანი შვილებიც ავტომატურად დაზღვეულები არიან იგივე პირობებით, დამატებითი გადასახადის გარეშე.

18-დან 63 წლამდე მომხმარებლებს დაზღვევით სარგებლობა დისტანციურადაც შეუძლიათ.

კრიტიკული დაავადებების დაზღვევის პირობებს დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები