LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კრიტიკული მდგომარეობა, რომელშიც ახლა უკრაინის მოქალაქეა, განგაშს და შეშფოთებას იწვევს“ – უკრაინის ომბუდსმენი ხელისუფლებას სთხოვს მიხეილ სააკაშვილთან შეუშვან

150
Untitled design (1)

უკრაინის ომბუდსმენი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და სთხოვს, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება მისცენ.

უკრაინის საგარეო უწყება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრო ლუბინეცი მიმართვას საკუთარ ტელეგრამ-არხზე ავრცელებს და წერს, რომ უნდა დარწმუნდენს – მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება:

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. პირადად მე, როგორც უკრაინის ომბუდსმენი, საჭიროდ მივიჩნევ, დავრწმუნდე, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიმიყვანოს უკრაინის მოქალაქესთან, რომელიც ამჟამად თბილისში, სამედიცინო ცენტრ „ვივა მედში“ იმყოფება.

კრიტიკული მდგომარეობა, რომელშიც ახლა უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილია, განგაშს და შეშფოთებას იწვევს. ამიტომ ქართულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს მისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევა და სამედიცინო დაწესებულებაში სათანადო პირობები, ან ხელი შეუწყოს მის გადაყვანას ევროპულ ან ამერიკულ სამედიცინო დაწესებულებებში.

უკრაინა, როგორც დემოკრატიული, თანამედროვე ევროპული სახელმწიფო, მაქსიმალურ ყურადღებას დაუთმობს საზღვარგარეთ მყოფი მისი მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვას!“ – წერს უკრაინის ომბუდსმენი.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილისთვის სათანადო მკურნალობის უზრუნველყოფის მოთხოვნით, საქართველოს ხელისუფლებას განცხადებით მიმართავს უკრაინის საგარეო უწყებაც. 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართულ მხარეს ასევე მოუწოდებს, უზრუნველყოს უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის, დმიტრი ლუბინეცის სააკაშვილთან დაშვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g