LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კრივი-რიჰში რუსების მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმაზე უკრაინაში აშშ-ის საელჩოს რეაქცია გულდასაწყვეტია – სიტყვა „რუსულის“ ხსენებისაც კი ეშინიათ, როცა საუბრობენ რაკეტაზე, რომელმაც ბავშვები დახოცა“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

162
ვოლოდიმირ ზელენსკი

პარასკევს საღამოს რუსულმა ძალებმა ქალაქ კრივი-რიჰზე ბალისტიკური რაკეტით დარტყმა განახორციელეს. თავდასხმის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 9 ბავშვი და 61 დაშავდა. ქალაქში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კრივი-რიჰში რუსების მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმაზე უკრაინაში აშშ-ის საელჩოს რეაქციას გულდასაწყვეტს უწოდებს. მისი განცხადებით, „სიტყვა „რუსულის“ ხსენებისაც კი ეშინიათ, როცა საუბრობენ რაკეტაზე, რომელმაც ბავშვები დახოცა“.

„სამწუხაროდ, აშშ-ის საელჩოს რეაქცია გასაოცრად გულდასაწყვეტია. ასეთი ძლიერი ქვეყანა, ასეთი ძლიერი ხალხი და ასეთი სუსტი საპასუხო რეაქცია. მათ სიტყვა „რუსულის“ ხსენებისაც კი ეშინიათ, როდესაც საუბრობენ რაკეტაზე, რომელმაც ბავშვები დახოცა“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ კრივი-რიჰზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ დაფიქსირებული „პრინციპული პოზიციისთვის“ ჩეხეთის, ფინეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს კაია კალასსა და კიევში იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიისა და გერმანიის საელჩოებს მადლობა გადაუხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g