„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, მთლიანი ოპოზიციის პოზიცია, მცირე გამონაკლისებით, არის იგივე, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს, რომ მხოლოდ ვადამდელ, ნორმალურ არჩევნებს შეუძლია, ამ კრიზისის განმუხტვა და გადარჩენა ამ ქვეყანაში იდეის, რომ არჩევნებია გზა ხელისუფლების შეცვლის ან ხელისუფლების შენარჩუნების.
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ამ იდეის გადასარჩენად საჭიროა ვადამდელი, ნორმალური არჩევნები და ამის ნაწილი აუცილებლად უნდა გახდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო ადმინისტრაციისა და რეგულაციების ცვლილება.
„ევროპული საქართველოს“ და სხვა მთელი სპექტრის, მცირე გამონაკლისებით, პოზიცია არის იგივე, რაც ჩვენ მივიღეთ, რომ მხოლოდ ვადამდელ ნორმალურ არჩევნებს შეუძლია, განმუხტვა ამ კრიზისის და გადარჩენა ამ ქვეყანაში იდეის, რომ არჩევნებია გზა ხელისუფლების შეცვლის ან ხელისუფლების შენარჩუნების და არა რაიმე სხვა და არა შეგუება იმასთან, რომ ვისაც ძალაუფლება აქვს, ის წყვეტს როდის დათმობს ძალაუფლებას.
ამისთვის საჭიროა ვადამდელი ნორმალური არჩევნები და ამის ნაწილი აუცილებლად უნდა გახდეს პოლიტპატიმრების განთავისუფლება, საარჩევნო ადმინისტრაციისა და რეგულაციების ცვლილებით და ამის ნაწილი შეიძლება, გახდეს სისტემის ცვლილებაც“, – განაცხადა ბოკერიამ.