LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიზისულ ვითარებაში ჩვენ ვიხილეთ კატასტროფა და უტიფრობა.. ერთპიროვნული მმართველობის პირობებში, მთავრობის შემადგენლობას მნიშვნელობა არ აქვს: ბოკერია

99
1

“არცერთ შემთხვევაში, იმ პოლიტიკური არარაობების და კლოუნების ნებისმიერ კომბინაციას, რომელსაც ივანიშვილი შემოიკრებს, არ აქვს უნარი, ხედვა, რწმენა და კომპეტენცია, რომ ნორმალურ ვითარებაშიც კი ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ სერიოზულ გამოწვევებს გაუმკლავდეს.” – განაცხადა პარტია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგია ბოკერიამ და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობის პირობებში, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, როგორი იქნება მთავრობის შემადგენლობა.

ბოკერიამ მთავრობის დამტკიცების პროცესზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანაში კატასტროფული ვითარებაა, პასუხისმგებლობა კი ივანიშვილსა და მის ხელისუფლებას ეკისრება:

“კრიზისულ ვითარებაში ჩვენ ვიხილეთ კატასტროფა და უტიფრობა. ხალხის რესურსი გამოიყენეს არა იმისთვის, რომ პანდემიასთან ბრძოლის მეორე ეტაპისთვის მომზადებულიყვნენ, როცა გაიხსნებოდა ეკონომიკა და ეკონომიკური კრიზისის დროს ტვირთი შეემსუბუქებინათ ხალხისთვის და მეწარმეებისათვის, არამედ თვითქებისთვის, თვითთტკბობისათვის და ოპონენტების დემონიზაციისთვის.

კატასტროფული ვითარებაა და ის ტრაგედიები, რომელსაც ჩვენ გარშემო ვხედავთ, არის ივანიშვილის და მისი შემოკრებილი პოლიტიკური კლოუნების პასუხისმგებლობა. როდესაც ერთ-ერთი მთავარი კლოუნი იძახის, რომ არ ცვლის გუნდს, ეს არის დემონსტრირება – როგორ მართავს ქვეყანას მთავრობა, რომელსაც მანდატი ხალხისგან არ აქვს მოპოვებული.”- თქვა “ევროპული საქართველოს” ლიდერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g