ქსელში Genesis GV80-ის პირველი გამოსახულება გავრცელდა. ფოტოები მწარმოებელმა თავის ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.
გავრცელებულ კადრებში მინები მთლიანად დაბურულია, ამიტომ სალონის შეთვალიერება შეუძლებელია. მთლიანობაში კროსოვერი თავის პროტოტიპებს გავს. ავტომობილს მსგავსი ხაზები გასდევს და ასევე მსგავსი წინა და უკანა ბამპერის ფორმაც აქვს.
გასულ ზაფხულს Genesis-ის დირექტორმა ბრენდის ახალი ყველგანმავალის გამოსვლა დააანონსა. G80-ის პლაფტორმაზე აგებული პიკაპი GV70-ზე უფრო კომპაქტური უნდა გამოსულიყო და როგორც ჩანს, ეს მიზანი მიღწეულია.
სიახლე ბაზარზე წლის ბოლოსთვის გამოვა. წინასწარი ინფორმაციით, ის 3,8 ლიტრის მოცულობის ატმოსფერულ ძრავს მიიღებს და მას 316 ცხენის ძალის განვითარება შეეძლება.