LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრუელა

106
images

დისნეიმ 2001 წელს გამოუშვა ფილმი სახელწოდებით “კრუელა” რომელიც გვიყვება ანტაგონისტი ქალის
ისტორიას თუ როგორ იქცა ბოროტმოქმედად. ფილმში მთავარ როლს ასრულებს შეუდარებელი ემა
სთოუნი,თუმცა ადრეულ ეტაპზე ფიქრობდნენ რომ ეს როლი ნიკოლ კიდმანს შეესრულებინა.

ფილმმა მსოფლიო მასშტაბით 233 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და მოიპოვა ორი ნომინაცია ოსკარის 94 ე დაჯილდოებაზე,მათ შორის საუკეთესო ვარცხნილობისა და მაკიაჟისთვის, ხოლო გამარჯვება მოიპოვა საუკეთესო კოსტიუმების კატეგორიაში.

რაც შეეხება თავად ემა სთოუნის, ნომინირებული იყო 79-ე ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე,საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში.


საუნტრეკთა კრებული გამოიცა Walt Disney Records-ის მიერ რაზეც ნიკოლას ბრიტელმა იმუშავა.
ალბომში შესულია ფილმის მთავარი სიმღერა – “Call Me Cruella” რომელსაც ასრულებს Florence and the Machine. ფილმში ყველაზე მეტად იგრძნობა 1970 წლების ლონდონის პანკ როკის კულტურა, რადგან ეს პერიოდი უდიდეს გავლენას ახდენდა არამარტო მუსიკაზე, არამედ გამორჩეულ სტილსა და მოდაზე. ამიტომაც სწორედ ეს პერიოდი გახდა ფილმის ვიზუალისა და მუსიკალური სტილისთვის ერთ ერთი მთავარი ინსპირაცია.

ფილმში ვხვდებით Rolling Stone,Stevie Wonder,David Bowie, ასევე Blonde ის ნამუშევრებს, თუმცა საუნდტრეკთა კრებულში ეს სიმღერები არ შესულა.

ფილმმა 86 მილიონი დოლარი გამოიმუშავა შეერთებულ შტატებსა და კანადაში, ჯამში კი მსოფლიო მასშტაბით 233 მილიონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები