LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატარა მძღოლი

106
MV5BMDc2ZjFkN2QtYTBlNC00MDM5LWJhNWItMGQ3MjEwMDE0ODJkXkEyXkFqcGc@._V1_

2017 წელს ედგარ რაითმა იმუშავა თრილერზე რომელშიც მთავარ როლს ანსელ ელგორტი ასრულებს.ის გაქცეული მძღოლია და ცდილობს თავი დააღწიოს კრიმინალურ ცხოვრებას თავის მეგობარ გოგოსთან ერთად

ფილმში ასევე ვხვდებით ქევინ სფეისს, ჯეიმი ფოქსს, ჯონ ჰემსა და ეიზა გონსალესს.
ფილმის კომერციულ დისტრიბუციაზე იმუშავა „Titlestar pictures“- მა, რომელიც წარმოადგენს Sony Pictures Motion Picture Groupe -ის ერთ-ერთ წამყვან ლეიბლს

ზუსტად 2 ათეული წელი დასჭირდა რეჟისორს იდეის დახვეწასა და საბოლოო ვერსიის ჩავმოყალიბებაში. ეს იყო პროექტი რომელიც რაითმა ახალგაზრდობაში შეიმუშვა და 2017 წელს განახორციელა.


ფილმის პრემიერა შედგა საუთვესთის ფესტივალზე, რასაც მოჰყვა რელიზები ჩრდილოეთ ამერიკასა და გერთიანებულ სამეფოში. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა სამსახიობო ოსტატობამ და გამორჩეულმა
მონტაჟმა,მაგრამ ზოგადი სცენარი დიდი ჰიტი ვერ აღმოჩნდა

შეიძლება ითქვას, რომ კომერციულად ფილმის წარმატება განაპირობა იმ პერიოდისთვის მომატებულმა ინტერესმა ბლოკბასტერული ფრენჩაიზების მიმართ რის გამოც მიმოხილვის ეროვნულმა საბჭომ ნამუშევარი წლის
ფილმად დაასახელა

“Babe Driver” ნომინირებული იყო მრავალ ჯილდოზე.მათ შორის აკადემიის ჯილდოზე, ორჯერ ბაფტას ჯილდოზე ” საუკეთესო მონტაჟისთვის ” რაშიც გაიმარჯვა და ასევე ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზე.

რაც შეეხება ფილმში გამოყენებულ ტრეკ ლისტს : საპროდიუსერო გუნდმა შეიმუშავა 10 სიმღერისგან დაკომპლექტებული სია.
საუნდტრეკებმა ნამდვილად მოიპოვეს კრიტიკოსების და თაყვანისმცემლების აღიარება .
ეს იყო საუნდები რომელიც ზუსტად მიესადაგებოდა პერსონაჟების მოქმედებასა და განვითარებას.

როგორც თავშივე ვთქვით,კრებული ნომინირებული იყო Grammy Awards-ზე კატეგორიაში “ საუკეთესო
საუნდტრეკი ვიზუალური მედიისთვის”. BAFTA Awards-ზე – საუკეთესო ედითის კატეგორიაში
Critics’ Choice Awards-ზე – ასევე საუკეთესო ედითისთვის სადაც გამარჯვება
მოიპოვა და Satellite Awards-ზე ნომინაციაში – “საუკეთესო მუზიკლი ან კომედიური ფილმი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები