LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრწანისის, მთაწმინდის, ჩუღურეთის, ნაძალადევის, საბურთალოს და ვაკის რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება – იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

116
შუქი

კრწანისის, მთაწმინდის, ჩუღურეთის, ნაძალადევის, საბურთალოს და ვაკის რაიონის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი გადაუდებელი სამუშაოებია.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის, კაციტაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, შოთა ნიშნიანიძის, სანაპიროს, გორგასალის, გულიას, დიდი ხეივნის და გულუას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), არტურ ლაისტის, ხეივნის, გიორგი გურამიშვილის, იოსებ გრიშაშვილის, ახალი რეხის, ორთაჭალის, კოტე აფხაზის, ნიკოლაძის, უსახელოურის, ირაკლი ჟორდანიას, სადგურის, ვლადიმერ წითლანაძის, შავიშვილის და მტკვრის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეონიძის ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლამის, პეტრე ბაგრატიონის, ნინო და კალისტრატე სალიების, სიღნაღის, პაატა სააკაძის, დავით ბერიაშვილის, ტერენტი გრანელის, დავითაშვილის, ბელა მირიანაშვილის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ივანე ჯავახიშვილის, ნეკრასოვის, პლატონის, ტოლსტოის და მოსე გოგიბერიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავთანდილ ღოღობერიძის, დაისის, ეკა ბეჟანიშვილის, კნოლევის, ქართლის და ქსოვრელის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბახტრიონის, კუტუზოვის, მგალობლიშვილის, საბურთალოს, ტაშკენტის, გამრეკელის, სულხან ცინცაძის და იყალთოს ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ბახტრიონის, იყალთოს, კოსტავას, უნივერსიტეტის, ანა პოლიტკოვსკაიას, ზურაბ ანჯაფარიძის, ფხაკაძის, იოსელიანის და გიორგი დანელიას ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე მელიქიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), იაკობ ნიკოლაძის, როდენის, ქუჩიშვილის, ღამბაშიძის და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები