LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრწანისის საწვრთნელ ცენტრში ახალწვეულებს შორის ინციდენტი მოხდა

tavdacvaaaaa2

კრწანისის საწვრთნელ ცენტრში ახალწვეულებს შორის ინციდენტი მოხდა. ერთ-ერთი ახალწვეული კი კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანეს. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ახალწვეულებს შორის ადგილი არ ჰქონია ფიზიკურ დაპირისპირებას. მათივე ინფორმაციით, კლინიკაში გადაყვანა ახალწვეულის ემოციურ ფონზე გახდა საჭირო.

„კრწანისის საწვრთნელ ცენტრში ახალწვეულებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთი ახალწვეული ემოციურ ფონზე რუსთავის კლინიკაში გადაიყვანეს. მას არანაირი ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნება“, – აღნიშნეს თავდაცვის სამინისტროში.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვევამდელს დაზიანებები არ აქვს მიღებული და მას სამედიცინო დაწესებულებიდან მალე გაწერენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები