უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ კანადა მზად არის, კვლავ გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა დამატებითი სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებით.
ამის შესახებ დმიტრო კულებამ კანადელ კოლეგასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მელანი ჯოლისთან შეხვედრის შემდეგ “ტვიტერში” დაწერა:
“დღეს ჩემს კანადელ კოლეგას და მეგობარს, მელანი ჯოლის ნატოს შტაბ-ბინაში ვესაუბრე.
კანადა მზად არის, გააძლიეროს უკრაინის მხარდაჭერა დამატებითი სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების გაწევით.
კანადის მხარდაჭერა ჩვენს ორ ერს შორის განსაკუთრებულ კავშირს ადასტურებს”, – აღნიშნავს კულებას “ტვიტში”.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში
Today, we walked the walk at NATO HQ with my Canadian counterpart and friend @melaniejoly. Canada is ready to step up support for Ukraine by providing additional military, financial, and humanitarian assistance. Canada’s support proves the special bond between our two nations. pic.twitter.com/27XFVplXia
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) April 7, 2022