LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულება: კონსენსუსი მიღწეულია, უკრაინა ნატოში MAP-ის გარეშე შევა

145
64a3394a6e756

„ინტენსიური მოლაპარაკების შემდეგ, მოკავშირეებმა ნატოდან მიაღწიეს კონსენსუსს და ალიანსის წევრობისკენ უკრაინის გზიდან სამოქმედო გეგმას (MAP) ამოიღებენ“, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ნატოს ლიდერთა სამიტის გახსნამდე ერთი დღით ადრე, „ტვიტერზე“ წერს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი არ აკონკრეტებს, სად და რა დონეზე მიაღწიეს ნატოელმა მოკავშირეებმა ამ შეთანხმებას, თუმცა აცხადებს, რომ მიესალმება გადაწყვეტილებას, რომელიც ნატოსკენ უკრაინის გზას შეამოკლებს.

„მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, რომელიც ამოკლებს ჩვენს გზას ნატომდე. ეს აგრეთვე არის საუკეთესო მომენტი, უკრაინისთვის წევრობის მოწვევის საკითხი მკაფიო გახდეს“, – წერს კულება.

 

ცნობისთვის, ნატოს სამიტი ვილნიუსში, 11-12 ივლისს ჩატარდება. მას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები