LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დმიტრო კულება „ოსკარის“ ორგანიზატორებს, ცერემონიაზე ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლაზე უარის გამო, თვალთმაქცობაში ადანაშაულებს

159
wunlzkhsf5pgbib34ycyqhnliq

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მკაცრად „ოსკარის“ დაჯილდოების ორგანიზატორებს მკაცრად აკრიტიკებს იმის გამო, რომ მათ უარი განაცხადეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლაზე.

კულება აღნიშნავს, რომ როდესაც „ოსკარს“ პომპეზურად აღნიშნავენ და “ოსკარს” ომის შესახებ ფილმს აძლევენ, უკრაინაში მიმდინარე ომის საშინელება არ შეიძლება უგულებელყოფილი იყოს, რადგან ასეთი საქციელი თვალთმაქცობაა.

„ვფიქრობ, თუ ფილმი „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ მიიღებს „ოსკარს“ საუკეთესო უცხოური ფილმისთვის, მაშინ როდესაც პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც ომშია, ხელმძღვანელობს ქვეყანას, აწარმოებს ყველაზე დიდ ომს ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და არ გამოდის სიტყვით „ოსკარზე“, კინოინდუსტრიის ტოპ-მენეჯერებისა და პროდიუსერების თვალთმაქცობის უკეთეს მაგალითს ვერ იპოვით“, – განაცხადა კულებამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g