LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კულისებში მესმოდა, როგორ კითხულობდნენ ყველა მათზე – ვინ არიან ეს მშვენიერი, თავდაჯერებული ქალები?“ – ნუკი კოშკელიშვილი პარიზის მოდის კვირეულზე

249
ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშკელიშვილი, პარიზში მოდის კვირეულს ესწრება და საკუთარ ბრენდსაც წარადგენს.

როგორც ნუკიმ წინასწარ დააანონსა, მან გადაწყვიტა, წითელ ხალიჩაზე საკუთარი ადგილი „ნუკი კოსმეტიკის“ გოგონებისთვის დაეთმო.

„ნუკი კოსმეტიკსის გოგოები ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები იყვნენ პარიზში!
მათ დაიპყრეს პაპარაცების გულები და მთელი ყურადღება მიიპყრეს. უკან, კულისებში მესმოდა, როგორ კითხულობდნენ ყველა მათზე – ვინ არიან ეს მშვენიერი, თავდაჯერებული ქალები?

გოგოებო, ეს მაგალითია იმისა, რომ შეუძლებელი არაფერია. თუ გჯერათ საკუთარი თავის, შრომობთ და თავდაჯერებულად მიდიხართ თქვენს გზაზე — ყველაფერი გამოგივათ!
არასოდეს იფიქროთ, რომ რაღაცას არ იმსახურებთ, ან თქვენი ოცნებები ძალიან შორსაა. თქვენთვის ყველაფერი შესაძლებელია.

ჩვენ გვჯერა თქვენი და ყოველთვის თქვენს გვერდით ვართ – ნუკი კოსმეტიკსი.“ – წერს ნუკი კოშკელიშვილი.

ვიდეო: „ვიცი, რომ ყველანი ელოდებით, რას ჩავიცვამ, რას ვიზამ პაპარაცებთან, მაგრამ მე ცოტათი სხვა გზა ავირჩიე…“ – ვის დაუთმო ნუკი კოშკელიშვილმა პარიზის მოდის კვირეულის წითელ ხალიჩაზე საკუთარი ადგილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g