ემოციურად რთული გაზაფხულის შემდეგ, „ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებელს 29 ივლისს, სეზონის კულმინაციურ ღამის აქციას სთავაზობს. ამ დღეს, საღამოს 5-დან ღამის 12-მდე, ღია იქნება ქსელის ყველა მაღაზია, ხოლო ფასები საგრძნობლად შემცირებული. მომხმარებელი შეძლებს, განსაკუთრებული ფასდაკლებით შეიძინოს ნებისმიერი პროდუქტი.
აქციაში მონაწილეობს ყველა კატეგორიის ტექნიკა. მნიშვნელოვანი საფასო შეთავაზებები შეეხება ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა: კონდიციონერი, სარეცხის მანქანა, მაცივარი, სამზარეულოს ტექნიკა და სხვა საყოფაცხოვრებო თუ ციფრული ტექნიკა.
არჩევანი შესაძლებელია გაკეთდეს „ელიტ ელექტრონიქსის“ ფართო ასორტიმენტიდან, რადგან აქცია შეეხება „ელიტ ელექტრონიქსის“ ყველა ექსკლუზიურ და ოფიციალურ ბრენდს, მათ შორის: ბოშს, გორენიეს, ჰიტაჩის, სამსუნგს, ეფლს, სონის, დელონგის და ა.შ.
„არ გამოტოვო 29 ივლისი! მხოლოდ რამდენიმე საათით იქნება შესაძლებელი შენთვის სასურველი ტექნიკა ხელსაყრელ ფასად შეიძინო“, – აცხადებენ „ელიტ ელექტრონიქსში“.
მათივე ცნობით, აქცია მოქმედებს როგორც ქსელში ისე ონლაინ ee.ge-ზე.