ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ რამდენიმე დღის წინ, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სცენაზე, ნიუ-იორკის კარნეგი-ჰოლში (Carnegie Hall), ტრიუმფით წარდგა.
ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა, გამოსვლა არა მხოლოდ დასის, არამედ მთელი ქვეყნის გამარჯვებად შეაფასა. როგორც მან „ფორმულას“ ეთერში აღნიშნა, ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, რადგან დარბაზის სპეციფიკიდან გამომდინარე, იქ საცეკვაო დასები მანამდე არასდროს გამოსულან.
„კარნეგი-ჰოლი მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული და დიდი სცენაა, ძალიან ბევრს ნიშნავს ამ სცენაზე გამოსვლა, თან კარნეგი-ჰოლში ცეკვა ჯერ არასდროს ყოფილა წარმოდგენილი, საცეკვაო ანსამბლი იქ არ გამოდის, სხვა ფორმატის დარბაზია, ამიტომ კარნეგი-ჰოლისთვის პირველი იყო ჩვენი საცეკვაო დასი… ძალიან საპასუხისმგებლო იყო, ბოლო მომენტამდე იმდენად დატვირთული ვიყავით ემოციებით…
კონცერტის ორგანიზებაში ქართველი გოგო – სალომე ლილუაშვილი იყო ჩართული, სწორედ მისმა საპროდიუსერო კომპანიამ გააკეთა ეს ჩვენი წარდგენა, თვითონაც არ სჯეროდა, რომ ეს გამოვიდოდა… ამ ფასად კარნეგი-ჰოლს ბილეთი არ გაუყიდია აქამდე, ძალიან მაღალი ფასი იყო…
რობერტ დე ნირო შემოვიდა მოსალოცად კონცერტის მერე, თორემ ნაკლები ვარსკვლავები არ იყო დარბაზში, კულტურის ტოპ ხალხი იყო მოსული… ეს ხომ მარტო ჩვენი წარმოდგენა არ იყო, ეს იყო ქვეყნის წარდგენა, საქართველოს წარმატება“, – აღნიშნა ნინო სუხიშვილმა „ფორმულას“ ეთერში.
ამავე თემაზე იხილეთ:
- ვიდეო: „ამაზე ლამაზი არაფერი მინახავს, კუთხეში იჯდა – გულზე ხელდადებული, უცნაური სიდინჯით, ღელვით“- როგორ უყურებდა ანსამბლის ცეკვას ნინო სუხიშვილი
- ვიდეო: „ლეგენდების კონცერტით აღფრთოვანებული ლეგენდა, რობერტ დე ნირო!“ – კადრები სუხიშვილების კონცერტიდან, რომელიც აშშ-ში გაიმართა
- ვიდეო: რა უთხრა რობერტ დე ნირომ ილიკო და ნინო სუხიშვილებს, „კარნეგი ჰოლში“ მათ კონცერტზე სტუმრობისას: „სწორედ ამიტომ მოვიდა აქ…“
- ვიდეო: „არის სცენები, რომლებიც უბრალოდ სცენები არ არის, ისინი ისტორიაა“ – რას წერს „სუხიშვილების“ მოცეკვავე
