ალერგოლოგ – იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს აფასებს და აცხადებს, რომ თუ საზოგადოების დიდი ნაწილი აცრილი არ არის, ეს ექიმების და წამყვანი ექიმების ბრალია.
“ხალხის დიდი ნაწილი თუ აცრილი არაა, ექიმების (წამყვანი ექიმების) ბრალია!
ძალიან სამწუხაროა ჩემთვის ამას, რომ ვიძახი, მაგრამ მწარე რეალობაა.” – წერს კულუმბეგოვი “ფეისბუქში”.
შეგახსენებთ, 19 აგვისტოს მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია 258 303 ადამიანი, რაც ქვეყნის სრული მოსახლეობის 6.9 %-ია.