LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულუმბეგოვი: “ომიკრონი” შეიძლება იყოს გვირაბის ბოლოს სინათლე, მაგრამ არ დაგვავიწყდეს ჯერ მხოლოდ გვირაბის შესასვლელში ვართ

415
ფოტ

ბევრი ჯანდაცვის ექსპერტი საუბრობს, რომ “ომიკრონის” შტამი შესაძლოა პანდემიის დასასრულის დასაწყისი იყოს. თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ  მართალია “ომიკრონი” ნაკლებად ძლიერი და ვერაგია, სამაგიეროდ ის უფრო სწრაფად ვრცელდება.

„ომიკრონის“ „შესაძლებლობაზე“ ეპიდემიოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვიც გამოთქვამს მოსაზრებას.

სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ სტატუსში აღნიშნავს, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს, “ჯერ მხოლოდ გვირაბის შესასვლელში ვართ!”

“ომიკრონის ვარიანტი შეიძლება იყოს გვირაბის ბოლოს სინათლე, ხშირად ისმის მსგავსი შეფასება საქართველოშიც და საერთაშორისო მედიაშიც, მაგრამ არ დაგვავიწყდეს ჯერ მხოლოდ გვირაბის შესასვლელში ვართ!”- წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

შეგახსენებთ, ოფიციალური მონაცემებით ამ ეტაპზე საქართველოში “ომიკორნის” შტამი 600 მოქალაქეს დაუდასტურდა, თუმცა რამდენიმე ათეული ნიმუშის კვლევა გრძელდება და არ არის გამორიცხული, ეს რიცხვი სწრაფად გაიზარდოს.

დადასტურებული შემთხვევების 10% შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ომიკრონია”: ამირან გამყრელიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g