LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულუმბეგოვი: საქართველოში, ალბათ, 2-3 კვირაში კორონავირუსის ახალი ქვეშტამი „კრაკენი“ დომინანტი გახდება

466
Untitled design (2)

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საქართველოში კორონავირუსის ახალი ქვეშტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელ გავრცელებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს ვარიანტი ქვეყანაში მალე დომინანტი გახდება.

მსოფლიოში იანვრის თვეში ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდის 20 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, 114 000 ადამიანი გარდაიცვალა – კულუმბეგოვი

ბიძინა კულუმბეგოვი საუბრობს ბივალენტური ვაქცინის საჭიროებაზე, რომელიც აღნიშნული ქვეშტამისთვის არის განკუთვნილი.

როგორც ალერგოლოგი აღნიშნავს, საქართველოში ახალ „ომიკრონზე“ მორგებული ვაქცინის არც ერთი დოზა არ არის:

„კორონავირუსის ახალი ქვეშტამი XBB.1.5, ე.წ. „კრაკენი“ „ომიკრონის“ ყველა სხვა შტამისგან განსხვავებით ყველაზე სწრაფი გავრცელებით ხასიათდება. ალბათ, საქართველოში, 2-3 კვირაში „კრაკენი“ BA4-BA5 შტამს ჩაანაცვლებს და დომინანტი გახდება.

„კრაკენს“, როგორც დამოუკიდებელ შტამს, ჰოსპიტალიზაციის რიცხვი გაზრდილი არ აქვს, თუმცა, ვაქცინებისადმი ეფექტიანობა მკვეთრად არის შემცირებული.

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას, 2023 წლის იანვარშიც კი არ აქვს ბივალენტური, ახალ „ომიკრონზე“ მორგებული ვაქცინის არც ერთი დოზა. რა თქმა უნდა, ახლა მეტი აქცენტი უნდა გვქონდეს დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე, რათა ჰოსპიტალიზაცია შევამციროთ.

ლოკალური ექსპერტების ინფორმაციით, 500-მდე ახალი შემთხვევა გვაქვს და 300 ჰოსპიტალიზებულია. ჩვენი საწოლფონდის გათვალისწინებით, ჰოსპიტალში მყოფი 300 პაციენტი ცოტა არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ დაავადება დასუსტებულია, გლობალური საფრთხე ჯერ მოხსნილი არ არის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ ჩქარობს, რომ პანდემია დასრულებულად გამოაცხადოს. ფაქტია, რომ კორონავირუსი ჩვენთან იარსებებს, ბევრი ინტერესის და შეშფოთების ვარიანტია, რომელსაც აკვირდებიან.

აუცილებელია ადრეული დიაგნოსტიკა. სახელმწიფომ ბევრი უნდა იმუშაოს, რომ ბივალენტური ვაქცინა ხელმისაწვდომი იყოს. ბივალენტური ვაქცინა არის „ომიკრონის“ საწყის შტამებზე მორგებული, მას მეტი ძალა აქვს, დაიცვას ადამიანი ახალი ვარიანტებისგან, რომელიც ინტერესის და შეშფოთების საგანია. ბივალენტურ ვაქცინას, დაცვის მეტი ძალა აქვს, ვიდრე ძველს, სტანდარტულ ვაქცინას“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

„კრაკენი“ უკვე საქართველოშია, ყველაზე გადამდებია, რაც აქამდე ყოფილა“ – რას წერს გიორგი ფხაკაძე „ომიკრონის“ ახალ ვარიანტზე

„COVID პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია.. საქართველოში, დღეში 500-მდე ახალი შემთხვევა აღინიშნება“ – თენგიზ ცერცვაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g