LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუნძულ ზმეინზე სამხედროები ოკუპანტებმა ტყვედ აიყვანეს, ცოცხლები არიან – უკრაინის შეიარაღებული ძალების შტაბი

111
ზმეინი

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, კუნძულ ზმეინის მცველი უკრაინელი მესაზღვრეები ცოცხლები და ისინი რუსებს ტყვეობაში ჰყავთ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, კუნძულ ზმეინზე რუსი ოკუპანტების მიერ ტყვედ აყვანილი უკრაინელები “ცოცხლები და კარგად” არიან. მათივე ცნობით, მას შემდეგ, რაც უკრაინულმა მხარემ მიიღო ინფორმაცია, რომ ზმეინზე უკრაინელი მებრძოლები დაჭრილები ან დაღუპულები იყვნენ, კუნძულისკენ ჰუმანიტარული მისიის შესრულების მიზნით გაემგზავრა სამოქალაქო გემი სატფირი, რომელიც უკანონოდ ხელში ჩაიგდეს რუსულმა ძალებმა.

“სამოქალაქო ხომალდის, რომელიც არ ასრულებს არც ერთ სამხედრო ამოცანას, ხელში უკანონოდ ჩაგდება ომის წესების და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. მოვითხოვთ რუსეთის ფედერაციისგან დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული უკრაინის მოქალაქეები”, – ნათქვამია შეიარაღებული ძალების განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g