LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კურორტ გოდერძიზე ტურისტული სეზონი გაიხსნა

88
kurorti-goderdzi-ski-resort (2)

კურორტ გოდერძიზე ტურისტული სეზონი გაიხსნა. აჭარაში ზამთრის საკურორტო სეზონის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდა.

კურორტ გოდერძიზე ამჟამად უკვე გახსნილია და ფუნქციონირებს სასტუმროები, კოტეჯები.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებულია რეგულაციები, რომლის ფარგლებშიც ინტენსიურად მოხდება საბაგიროს და მიმდებარე ტერიტორიების დეზინფექცია, კონტროლდება მწვანე პასპორტი, დისტანციის დაცვა. მონიტორინგი ხორციელდება საბაგიროებით მგზავრობის პროცესშიც.

კურორტზე სამაშველო ჯგუფი აღჭურვილია პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებით. მაშველებს ჩაუტარდა ტრენინგი თემაზე „პირველადი სამედიცინო დახმარების სწავლება კოვიდის საფრთხეებისა და გამოწვევების პირობებში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები