LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კურორტოლოგიის როლი მედიცინაში“ – თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში კონფერენცია გაიმართება

127
IMG-8880

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში კონფერენცია, სახელწოდებით „კურორტოლოგიის როლი მედიცინაში“ გაიმართება. ღონისძიება 2021 წლის 20 ივნისს, 13:00 საათზე ჩატარდება, შეხვედრის თემა კი იქნება: პოსტკოვიდ რეაბილიტაცია და კურორტოლოგიისა და ბალნეოთერაპიის გამოყენება თანამედროვე მედიცინაში.

კონფერენციაზე მოწვეულნი არიან როგორც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, დარგის წამყვანი სპეციალისტები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები.

კონფერენციაზე დაანონსდება, სხვა პროგრამებთან ერთად, პოსტკოვიდ რეაბილიტაცია და საქართველოში არსებული კურორტების რესურსი. თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი საქართველოში არსებულ ყველა ძირითად კურორტს უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის უნიკალური მაგალითი, რომელიც მსოფლიოს მხოლოდ 4 ქალაქში გვხვდება, ბუნებრივ გამაჯანსაღებელ ფაქტორებს, გამოცდილი სამედიცინო პერსონალის დახმარებით გვთავაზობს. 1938 წელს აგებულ თბილისის ბალნეოლოგიური კურორტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 1998 წელს მიენიჭა და დღეს ის მრავალწლიანი ისტორიის კერაში, ქალაქიდან გაუსვლელად დამსვენებლებს ეპატიჟება.

თითქმის 100-წლიანი ისტორიის მქონე კურორტის რეაბილიტაცია 4 წლის წინ დაიწყო. მნიშვნელოვანია, რომ მას შემდეგ რაც ის ,,მეიდან ჯგუფმა“ შეიძინა, აღდგენითი სამუშაოების შემდეგ, გეგმარების თავისებურება და სტილისტიკური მახასიათებლები არ შეცვლილა. დიდი ძალისხმევით მოხერხდა, რომ თბილისი ბადენ-ბადენთან, კარლოვი ვარსა და ბუდაპეშტთან ერთად, მსგავსი ცენტრის ფუნქციონირებით უნიკალურ სიაში შესულიყო.

ამჟამად, თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტში ხდება მკურნალობა ყველა დაავადებების ქვემწვავე და ქრონიკულ სტადიაში, ცენტრი მომხმარებელს სთავაზობს უნიკალურ ბუნებრივ გამაჯანსაღებელ ფაქტორებს: მინერალური გოგირდოვანი წყლის აბაზანებს, ვულკანური წარმოშობის საკურნალო ტალახის აპლიკაციებს, ფიზიოთერაპიას, სამკურნალო, გამაჯანსაღებელ სხვადასხვა სახის მასაჟს: კლასიკური, მანუალური, ტაილანდური, ანტიცელულიტური. ნეირო- რეაბილიტაცია ბავშვთა და მოზარდათვის. თქვენ მოგემსახურებათ გამოცდილი სამედიცინო პერსონალი: თერაპევტი, ფიზიოთერაპევტი, კურორტოლოგი, ნევროლოგი, გასტროენტეროლოგი, ენდოკრინოლოგი, დერმატოლოგი, გინეკოლოგი, პედიატრი, ოტორინოლარინგოლოგი. ცენტრში ასევე, მიმდინარეობს მკურნალობა და რეაბილიტაცია კარდიოლოგიური, პერიფერიული ნევრული, უროლოგიური, ენდოკრინოლოგიური, დერმატოლოგიური, პედიატრიული, გინეკოლოგიური, ძვალ სახსროვანი სისტემის დაავადებების.

„აქ ყველაფერია, რაც თქვენი ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის საჭიროა“, – აცხადებენ თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g