LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კურტ ელინგი, ანჯელიკ კიჯო და პაკიტო დ’რივერა თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან და მაესტრო ვახტანგ კახიძესთან ერთად ჯანსუღ კახიძის სახელობის ფესტივალზე კონცერტებს გამართავენ

691
აფიშა

12, 19 და 25  მაისს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი, უმასპინძლებს  ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-9 საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს.

ჯანსუღ კახიძის სახელობის  საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 2015 წელს, ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ – კულტურული ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის  სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა. პირველი ფესტივალი ქართველი დირიჟორის ჯანსუღ კახიძის 80 წლის საიუბილო თარიღს მიეძღვნა.  ფესტივალი ყოველწლიურია და მისი პროგრამა აგებულია თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და პოპულარული მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავების შემოქმედებით თანამშრომლობაზე. თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ფესტივალში მონაწილეობდნენ ისეთი მსოფლიო ვარსკვლავები, როგორებიც არიან The Manhattan Transfer, New York Voices, TAKE 6, Ivan Lins, Bob James, Patti Austin, The Real Group, Dee Dee Bridgewater,  Janoska Ensemble, Paula Morelenbaum.  ეს არის ფესტივალი, რომელიც განკუთვნილია ყველა ჟანრის მუსიკის მოყვარულთათვის. გარდა ამისა, ფესტივალი ეწევა ქართული პოპულარული მუსიკის პოპულარიზაციას და მსმენელს სთავაზობს საინტერესო პროექტებს ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით.

ფესტივალის პროგრამა:

           12 მაისი ფესტივალის გახსნა

 პაკიტო დ’რივერა და თბილისის სიმფონიური ორკესტრი

დირიჟორი – ვახტანგ კახიძე

          19 მაისი

 კურტ ელინგი და თბილისის სიმფონიური ორკესტრი

დირიჟორი – ვახტანგ კახიძე

         25 მაისი- ფესტივალის დახურვა

ანჟელიკ კიჯო და თბილისის სიმფონიური ორკესტრი

დირიჟორი-ვახტანგ კახიძე

ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

პარტნიორები:   სასტუმრო ,,რუმსი“ და  რესტორანი ,, თბილისური მუხამბაზი“, მაღაზიათა ქსელი ,,სუფთა სახლი“.

საინფორმაციო მხარდაჭერა: რადიოჰოლდინგი ,,ფორტუნა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g