LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კურტ კობეინის გიტარა აუქციონზე რეკორდულ თანხად გაიყიდა

191
2780

სულ ცოტა ხნის წინ, ლეგენდარული როკ-ჯგუფის, Nirvana-ს ფრონტმენის, კურტ კობეინის აკუსტიკური გიტარა ბევერლი ჰილზში ჯულიენის აუქციონზე გაიტანეს. ეს სწორედ ის გიტარაა, რომლეზეც კურტი MTV Unplugged-ის კონცერტზე უკრავდა.

ახლა კი ცნობილი ხდება, რომ გიტარა 6,01 მილიონ დოლარად  გაიყიდა, რაც რეკორდული თანხაა, ამით Nirvana-ს ლიდერმა რეკორდი მოხსნა.

როგორც ცნობილია, მანამდე ყველაზე ძვირადღირებულად Pink Floyd-ის წევრის დევიდ გილმორის გიტარა ითვლებოდა, რომელზეც მან Dark Side of the Moon-ის შეასრულა. 2019 წელს ინსტურმენტი ამავე აუქციონზე  3,95 მილიონ დოლარად გაიყიდა.

რაც შეეხება კურტ კობეინის აკუსტრიკური გიტარის ახალ მფლობელს, ის ავსტრალიელი პიტერ ფრიდმანია, რომელიც მიკროფონების გაყიდვით გამდიდრდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები