კუს ტბის რეაბილიტირებული საბაგირო 7-წლიანი პაუზის შემდეგ, ოფიციალურად ხვალ გაიხსნება.
განახლებული საბაგიროს გახნის ცერემონია 6 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა თბილისში დაგეგმილი ღონისძიებების გამო, გადაიდო.
საბაგიროს მეშვეობით, ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბაზე მოხვედრა 6 წუთში იქნება შესაძლებელი. თითო გონდოლით 10-12 ადამიანი შეძლებს მგზავრობას, მათ შორის, ერთი მუდმივი გამცილებელი. გონდოლები შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის ადაპტირებული იქნება.
ველოსიპედის მოყვარულთათვის კი სპეციალური ველო-საკიდებია დამონტაჟებული. გონდოლები კაპიტალურად გარემონტდა, თუმცა ძველი იერსახე შეუნარჩუნდა.
კუს ტბის საბაგირო ზაფხულის თვეებში დილის 08:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე იმუშავებს, ზამთარში კი დილის 08:00-0 საათიდან ღამის 10:00 საათამდე.
საბაგირო გზის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 100 000 ლარი დაიხარჯა.
კუს ტბის საბაგირო 1965 წლიდან 2009 წლამდე ფუნქციონირებდა.