LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუს ტბის საბაგირო დღეს არ იმუშავებს

100

კუს ტბის საბაგირო გზა დღეს, 27 თებერვალს, მგზავრებს ვერ მოემსახურება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, შეფერხების მიზეზი გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოებია.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.

7 წლიანი პაუზის შემდეგ, განახლებული კუს ტბის საბაგირო გზა წელს, 12 ოქტომბერს გაიხსნა. კუს ტბის საბაგიროთი ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბაზე მოხვედრა 6 წუთშია შესაძლებელი. საბაგიროს რეაბილიტაციაზე 1 100 000 ლარი დაიხარჯა.

კუს ტბის საბაგირო ზაფხულის თვეებში დილის 08:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე, ზამთარში კი დილის 08:00-0 საათიდან ღამის 10:00 საათამდე მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g