კუს ტბის საბაგირო გზა ტექნიკური სამუშაოების გამო, დღეს მგზავრებს ვერ მოემსახურება. ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
“საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოები ჩატარდება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო”, – აღნიშნულია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.