LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუს ტბის საბაგირო მუშაობას აახლებს

113

კუს ტბის საბაგირო მუშაობას ხვალ, 19 აგვისტოს, განაახლებს.

შეგახსენებთ, რომ საბაგირო 7 აგვისტოს გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო გაჩერდა. ის მგზავრებს 12 დღის განმავლობაში ვერ იღებდა.

კუს ტბის რეაბილიტირებული საბაგირო 7-წლიანი პაუზის შემდეგ, ოფიციალურად 12 ოქტომბერს გაიხსნა.

საბაგიროს მეშვეობით, ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბაზე მოხვედრა 6 წუთშია შესაძლებელი. თითო გონდოლით ერთდროულად 10-12 ადამიანის მგზავრობააა შესაძლებელი, მათ შორის, ერთი მუდმივი გამცილებელი. გონდოლები შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის ადაპტირებულია.

ველოსიპედის მოყვარულთათვის კი სპეციალური ველო-საკიდებია დამონტაჟებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g