LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვაჭანტირაძე : პრეზიდენტმა კარგად იცის, რა ბედი ეწევა ვეტოს

125

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა “კარგად იცის, რა ბედი ეწევა მოსმენების კანონზე ვეტოს”.

“თუ იგი ჩათვლის საჭიროდ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” და მისი განშტოების მოწოდებებს უნდა უპასუხოს აუცილებლად და ვეტო დაადოს ამ კანონს, ეს მისი საქმეა. ჩვენ ეს კანონპროექტი იმიტომ არ გვიქცევია კანონად, რომ ასე მარტივად ჩავაბაროთ ისტორიას. ვეტოს არსებობის შემთხვევაში, ის დაძლეული იქნება. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება რაღაც მაინც იქნას გათვალისწინებული – გააჩნია რა შემხვედრი წინადადება ექნება პრეზიდენტს”, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

პრეზიდენტს ხვალ ეწურება ვადა გადაწყვეტილების მისაღებად, მოაწეროს ხელი ე.წ. მოსმენების შესახებ კანონს თუ მას ვეტო დაადოს.

mazda magti 5g