LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვარაცხელიას მკვლელობის საქმე – ადვოკატები მათ მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდებიან

226
1

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების წინასასამართლო პროცესი გრძელდება.

დღევანდელ სხდომაზე ადვოკატები მათ მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

ბოლო პროცესზე ერთ-ერთმა დაკავებულმა, აკო ჭელიძემ დანაშაული აღიარა, თუმცა ჯგუფურად მოქმედება უარყო.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, გიორგი კავილაძეს, ის ერთადერთ დანაშაულად იმ ფაქტს მიიჩნევს, რომ მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.

მკვლელობა თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე რამდენიმე თვის წინ მოხდა. ბრალდებულები პოლიციამ მოგვიანებით დააკავა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g