LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კვარამ გამოაღვიძა ყველაფერი. პატარა ბავშვებს ხვიჩა კვარაცხელიას გამო უნდათ ფეხბურთელობა. ამაზე დიდს ფეხბურთს ვერაფერს მისცემ!“ – გურამ კაშიას ექსკლუზიური ინტერვიუ Geo Team-თან და კაპიტნის ემოციური შეფასება

172
გურამ კაშია კვარა

საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, Geo Team-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას გავლენას ქართულ ფეხბურთზე განსაკუთრებული სიტყვებით აფასებს.

გურამ კაშიას თქმით, კვარას ფენომენი ბევრად სცილდება სპორტულ წარმატებას, ვინაიდან ის ინსპირაციის წყარო გახდა მომავალი თაობისთვის.

„კვარამ გამოაღვიძა ყველაფერი. პატარა ბავშვებს ხვიჩა კვარაცხელიას გამო უნდათ ფეხბურთელობა. ჩემი ოცნება იყო ყოველთვის, რომ ჩემს გამო ერთი ადამიანი მაინც გამოსულიყო ფეხბურთელი და იმდენ ბავშვს უნდა კვარაცხელია იყოს… ამაზე დიდს ფეხბურთს ვერაფერს მისცემ, ეს არის უმაღლესი მიღწევა!

ამაზე მაგარი არაფერია, ის, რომ ხალხი მოდის და სტადიონი ივსება, ესეც კარგია, მაგრამ ბავშვებს, რომ ფეხბურთის თამაში უნდათ მის გამო, კვარა ამაყი უნდა იყოს“, – ამბობს გურამ კაშია Geo Team-თან ინტერვიუში.

🎙 "კვარამ გამოაღვიძა ყველაფერი. პატარა ბავშვებს ხვიჩა კვარაცხელიას გამო უნდათ ფეხბურთელობა. ამაზე დიდს ფეხბურთს ვერაფერს მისცემ, ეს არის უმაღლესი მიღწევა!" – გურამ კაშია ხვიჩა კვარაცხელიას გავლენაზე ✨❤️

Posted by Geo Team on ორშაბათი, 12 მაისი, 2025

იხილეთ გადაცემა ვრცლად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g