LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვენტინ ტარანტინომ ფილმის „კინოკრიტიკოსი“ გადაღება გადაიფიქრა

125
page

ლეგენდარულმა რეჟისორმა, კვენტინ ტარანტინომ ფილმის „კინოკრიტიკოსი“ გადაღება გადაიფიქრა. ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. წყაროს ინფორმაციით, მას უბრალოდ აღარ სურს ფილმის გადაღება, რომელიც მის კარიერაში მეათე და უკანასკნელი ნამუშევარი უნდა ყოფილიყო.

ცნობისთვის, რეჟისორმა სცენარზე მუშაობა 2023 წელს დაასრულა. ფილმის სიუჟეტი 1970-იანი წლების ლოს-ანჯელესში ვითარდება, მთავარი გმირი კინოკრიტიკოსი, პოლინ კეილია, რომელიც მართლაც არსებობდა, თუმცა, არ იყო ცნობილი. ის რეცენზიებს პორნოგრაფიული ჟურნალებისთვის წერდა. აღსანიშნავია, რომ კინოსურათში მთავარი როლი ბრედ პიტს უნდა შეესრულებინა. ფილმის გამოსვლა კი 2025 წლისთვის იგეგმებოდა.

ტარანტინოს უკანასკნელ ფილმში მონაწილეობას ბრედ პიტი მიიღებს

ჩაფიქრებული კვენტინ ტარანტინო უკანასკნელი სცენარით ხელში – რას გვიმზადებს ოსკაროსანო რეჟისორი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები