LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კვერცხი არის „სუპერ საკვები“, თუმცა რამდენი კვერცხი შეიძლება ბავშვმა მიიღოს დღეში?“ – პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს რეკომენდაციით მიმართავს

451
ინგა მამუჩიშვილი

პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს სააღდგომო საკვებთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართავს.

პედიატრი ამბობს, რომ კვერცხი არის „სუპერ საკვები“, რომელიც უამრავ სასარგებლო ნივთიერებას და ყველა აუცილებელ ამინომჟავას შეიცავს, რაც საჭიროა ზრდისა და ქსოვილების განვითარებისთვის, თუმცა სპეციალისტი ზომიერებაზე ამახვილებს ყურადღებას.

მისი თქმით, ზედმეტი კვერცხის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს – მონელების პროცესების დარღვევა, მუცლის ტკივილი, შებერილობა, გულისრევა.

„აღდგომის სუფრა და წითელი კვერცხები ბავშვებისთვის ნამდვილად განსაკუთრებული სიხარულია -და თანაც, კვერცხი ერთ-ერთი ყველაზე სრულფასოვანი საკვებია. ამ დღეებში განსაკუთრებული ლტოლვა აქვთ ბავშვებს კვერცხისადმი!!! კვერცხი პრაქტიკულად „სუპერ საკვებია“ის შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას,შეიცავს ყველა აუცილებელ ამინომჟავას,რაც საჭიროა ზრდისა და ქსოვილების განვითარებისთვის

✅ქოლინი -ტვინის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია (მეხსიერება, კონცენტრაცია)

✅ვიტამინები – A, D, B12,B2,B5 → იმუნიტეტი, ძვლები, ნერვული სისტემა

✅რკინა და თუთია -ანემიის პრევენცია და იმუნური მხარდაჭერა

✅ომეგა-3 (განსაკუთრებით სოფლის კვერცხში)-ტვინისა და მხედველობის განვითარების წყაროა

‼️განსაკუთრებით სასარგებლოა პუბერტატულ პერიოდში, აქტიური ზრდის პერიოდში და ინფექციის გადატანის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესებისთვის!!! 👶 რამდენი კვერცხი შეიძლება ბავშვმა მიიღოს დღეში?

რეკომენდაციები ასაკის მიხედვით:

✅1-3 წელი: ½-1 კვერცხი დღეში

✅3-7 წელი: 1 კვერცხი დღეში

✅7+ წელი: 1-2 კვერცხი დღეში

აღდგომის დღეებში შეიძლება ერთჯერადად ცოტა მეტი (2-3 კვერცხი), მაგრამ არა ყოველდღიურად.

‼️ზედმეტი კვერცხის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს:

❗️მონელების პროცესების დარღვევა,მუცლის ტკივილი, შებერილობა, გულისრევა

❗️ალერგიული რეაქციები – განსაკუთრებით პატარა ასაკში (გამონაყარი, ქავილი)

❗️ქოლესტერინის დროებითი მატება – ხანგრძლივი გადაჭარბებისას

❗️ცილით გადატვირთვა -თირკმელებზე ზედმეტი დატვირთვა (იშვიათად, მაგრამ გასათვალისწინებელია) ‼️ზოგადად

✅უმჯობესია მოხარშული კვერცხი, არა შემწვარი

✅არ მივცეთ ერთდროულად ბევრი (ბავშვები აღდგომაზე ხშირად „ეჯიბრებიან“ ერთმანეთს

✅დავაკვირდეთ ალერგიის ნიშნებს 🥚🌿აღდგომის კვერცხი ჯანმრთელობის სიმბოლოა — მაგრამ ბავშვთა ჯანმრთელობის ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვა და ყველაზე კარგი საკვები მაინც ზომიერებაა“,- წერს ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში.

🌿🥚აღდგომის სუფრა და წითელი კვერცხები ბავშვებისთვის ნამდვილად განსაკუთრებული სიხარულია -და თანაც, კვერცხი ერთ-ერთი…

Posted by Inga Mamuchishvili on პარასკევი, 10 აპრილი, 2026
magti 5g