პარლამენტის დეპუტატი ემზარ კვიციანი რუსთაველის გამზირზე გუშინ მომხდარ მოვლენებს, სოციალურ ქსელში ეხმაურება. ის ხელისუფლებას გამოძიების დროულად დაწყებისკენ მოუწოდებს რათა დადგინდეს ვინ დაგეგმა ეს პროვოკაცია.
„დიდება ღმერთს!!! მივმართავ ხელისუფლებას!
თქვენსმიერ თავსმოხვეულ კოჰაბიტაციას მოჰყვა გუშინდელი პროტესტი. თქვენ გველი, ნაცების სახით შეიფარეთ იღლიაში. გველი რა გველია რომ არ ეკბინა?! ნაცებმა და მოსკოვმა ჩაგიტარეს კოხტად, საკუთარ თავს დააბრალეთ! ეხლა ჩემი და ჩემი თანამოაზრეების შუამდგომლობა მინდა გაგაცნოთ: სასწრაფოდ დღესვე გამოუშვით ის გულანთებული ახალგაზრდები, ვინც შეცდომაში იყვნენ შეყვანილი. სასწრაფოდ დაიწყეთ გამოძიება გასარკვევად, თუ ვინ დაგეგმა ეს პროვოკაცია, ვინ შეუწყო ხელი საქართველოში ამ ყველაფერს და სასტიკად დაისაჯონ დამნაშავეები!
მოუწოდებ პატრიოტთა ალიანსს, ლევან ვასაძეს და ყველა ეროვნულ ძალებს შევიკრიბოთ პარლამენტის წინ და მოვითხოვოთ მათი განთავისუფლება!“ – წერს ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში.