“ქვეყანა მიდის უბედურებისაკენ, თავს გვახვევენ რაღაც პრაიდებს. ამის გამოძახილი იყო გუშინ ათიათასობით კაცი რომ შეიკრიბა ერთ დაძახილზე”, – ამის შესახებ პატრიოტთა ალიანსის წევრმა ემზარ კვიციანმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა. დეპუტატი ამბობს, რომ ლევან ვასაძის მიერ გუშინ, “ნამდვილი კაცების აქციაზე” გაჟღერებული განცხადებები საზოგადოების წუხილის გამოძახილია.
“ნუ მახსენებთ მაგას თქვენ, მე ვიცი რომ დეპუტატი ვარ, სწორედ იმ ხალხის მიერ არჩეული.ამიტომ, მე ვიზიარებიმ ხალხის აზრს და გეუბნებით, რომ პრაიდი არ ჩატარდება საქართველოში და თუ ჩატარდება, ერთ დღესაც ამოვწყვეტილვართ ქართველები.
ჩვენ ვართ მართლმადიდებლური ქვეყანა, ჩვენ გვყავს მსოფლიოში აღიარებული, ყველაზე ბრძენი პატრიარქი. ჩვენმა საპატრიარქომ გააკეთა განცხადება, რომ ყოვლად დაუშვებელია სოდომ-გომორის ცოდვა ჩავადენინოთ ჩვენს ქვეყანაში. ალბათ იცით, რომ ჩვენ გვაქვს წმინდა დედაქალაქი. წმინდა დედაქალაქად აღიარებული მცხეთა და ჩვენს ქვეყანაში გეი პარადი არ უნდა ჩატარდეს. გუშინ ლევან ვასაძის ლაპარაკი იყო სწორედ ხალხის ყივილი, რაც აწუხებს ხალხს. ”
https://www.facebook.com/tvpirveli/videos/374203976563324/?__tn__=%2Cd%2CP-R&eid=ARAWYOLQKrjJWjmjsIF86coIdNDXUPbucieJiDxQnh5T1VFZ8mKvKU8s_kY-EnHgRMtNVzyex-qM5ZfX