LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვიციანის ორგანიზაცია საქმიანობაში საპატრიარქოს ჩართვას გეგმავს

105
1524560414_5b990da9d1bd7

ემზარ კვიციანის ორგანიზაცია “ქართული ემიგრაციის დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი” საქმიანობაში საპატრიარქოს ჩართვას გეგმავს. ამის შესახებ ცენტრის დირექტორმა, ნუკი შალამბერიძემ განაცხადა.

“ვაპირებთ საპატრიარქოსთან კომუნიკაციას. რამდენიმე სატელოფონო საუბარი გვქონდა რამდენიმე მოძღვართან. ისინიც აუცილებლად ჩაერთვებიან,” – აცხადებს ნუკი შალამბერიძე.

მისივე თქმით, კვიციანის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ ეს ცენტრი შეყვარებულების აღმრიცხავია, სიმართლე არ არის. ის განმარტავს, რომ ცენტრი ახალდაქორწინებულ წყვილებს დაეხმარება, რომლებიც მთაში გადავლენ საცხოვრებლად.

“წყვილებმა, რომლებმაც ახლახანს შექმნეს ოჯახი და აქვთ მთაში დასახლების სურვილი, უნდა მიმართონ ცენტრს და ის დაეხმარება ფინანსურად. ქორწინება იუსტიციის სახლში უნდა იყოს რეგისტრირებული. ეს არ ეხება შეყვარებულებს,” – აღნიშნავს ორგანიზაციის დირექტორი.

მისივე თქმით, წყვილებს მთაში სახლს “ათხოვებენ” და თუკი დარწმუნდება ცენტრი, რომ მათ ნამდვილად აქვთ მთაში ცხოვრების სურვილი, ეს სახლი მათ საკუთრებაში გადავა.

2019 წლის 15 თებერვალს პატრიოტთა ალიანსის წევრმა, ემზარ კვიციანმა განაცხადა, რომ დაფუძნდა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდებს ოჯახების შექმნაში დაეხმარება. საჯარო რეესტრმა ორგანიზაცია 18 თებერვალს დაარეგისტრირა.

ემზარ კვიციანი განმარტავდა, რომ ეს ცენტრი ისეთ წყვილებს დაეხმარებოდა, რომლთაც ოჯახის შესაქმნელად ფინანსური რესურსი არ აქვთ.

magti 5g