LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირას, ჯგუფი „დაიტოვე“ საპროტესტო მსვლელობას გამართავს: „სანამ ერთი ადამიანი მაინც აგრძელებს ბრძოლას, ამ ბრძოლას აქვს აზრი“

121
„დაიტოვე“

სოციალურ ქსელ facebook-ზე შექმნილი ჯგუფი „დაიტოვე“, რომელიც ამჟამად 200 ათასზე მეტ მოქალაქეს აერთიანებს, საპროტესტო მსვლელობას გეგმავს.

ჯგუფის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შეკრება კვირას, 10 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე, საღამოს 18:00 საათზე დაიგეგმა:

„კვირას, 10 ნოემბერს, 18:00-ზე, თავისუფლების მოედანზე ვიკრიბებით „დაიტოვეს“ მსვლელობისთვის! ეს არის „დაიტოვეს“ გარე სივრცეში მოქმედებების დასაწყისი და ამ მსვლელობით გვსურს საფუძველი ჩავუყაროთ ჩვენს შემდეგ ერთობლივ ბრძოლას.

ვთვლით, რომ ამ ჯგუფის ყოველი წევრი არის რეალური პროტესტის მთავარი მამოძრავებელი ძალა და აუცილებელია ჯგუფში არსებული განწყობა ქუჩაში გადავიდეს.

ვხვდებით, რომ ბევრი ჩვენგანი სხვადასხვა მიზეზებით ვერ ვპოულობთ საკუთარ როლს მიმდინარე პროცესებში, ამიტომ გვინდა, რომ ყველა საერთო სახალხო პროტესტის ნაწილი გავხდეთ.

თითოეული ადამიანის ჩვენს გვერდით დგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გელოდებით ყველას კვირას! სანამ ერთი ადამიანი მაინც აგრძელებს ბრძოლას, ამ ბრძოლას აქვს აზრი“. – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g