პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2017 წელს შიდა ქართლის დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრობლემის გადაწყვეტა იგეგმება. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მათ ცხოვრების უკეთესი პირობები შექმნათ. “ჩვენ ყურადღებას და მზრუნველობას არ ვაკლებთ ე.წ. საზღვრისპირა სოფლებს, განვახორციელეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც შეუმსუბუქებს ცხოვრებას ჩვენს ხალხს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.