LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირიკაშვილი: “დიდი იმედი მაქვს, რომ პატრიარქს, მას შემდეგ რაც მიიღებს სრულ ინფორმაციას ამ საკითხის ირგვლივ, ექნება შესაბამისი პოზიცია”

46

დიდი იმედი მაქვს, რომ პატრიარქს, მას შემდეგ რაც მიიღებს სრულ ინფორმაციას ამ საკითხის ირგვლივ, ექნება შესაბამისი პოზიცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. ამ განცხადებით პრემიერი გამოეხმაურა საპატრიარქოს ირგვლივ მიმდინარე პროცესებს.

” სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ მყარი საფუძველი იმ ქმედებებისთვის, რაც მათ განახორციელეს. მხედველობაში მაქვს როგორც დაკავება, ასევე – გამოძიების გაგრძელება. საქართველოს ეკლესიის, როგორც სახელმწიფოებრიობისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციისადმი ნდობის შენარჩუნებისა და ჩვენთვის ეკლესიის ერთიანობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად, დღემდე ვცდილობთ, თავი შევიკაოთ გამოძიების მასალების გამოქვეყნებისგან”, – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g